კოლექცია Fashion show
GEO
RUS
ENG


კოლექცია Fashion show

მასალა: ვერცხლი, ოქრო, ძვირფასი ქვა.

  1998 წელს ქართველმა მოდელიერმა მაკა ასათიანმა თავისი მოდელების ჩვენებისათვის შეუკვეთა სამკაულების ახალი კოლექცია.
გ. ღუდუშაურმა კოლექციის ძირითად თემად აირჩია მებრძოლი ქალების - ამაზონების ისტორია, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორიისთვისაც არ არის უცხო.
კოლექცია მოგვაგონებს ანტიკური ხანის საბრძოლო იარაღის ფორმის ნივთებს.
ისინი შემკულია ნაირფერი მინანქრის ორნამენტული დეკორით, რომელიც ქსოვილების ორნამენტების გაგრძელებადაა ჩაფიქრებული.