საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამკერდე ნიშნები
GEO
RUS
ENG


საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამკერდე ნიშნები

  1995 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების სამკერდე ნიშნებისათვის გამართულ კონკურსში გამარჯვება მოიპოვა გიორგი ღუდუშაურის მიერ დამზადებულმა სამკერდე ნიშნის ესკიზმა. დეპუტატის ნიშანი ოვალური ფორმისაა. შუა ნაწილში გამოსახულია საქართველოს პარლამენტის შენობა, რომლის ზედა და ქვედა ნაწილზე წარწერაა: "საქართველოს პარლამენტი". ფონი დამუშავებულია სხივისებური ხაზებით და დაფარულია გამჭვირვალე წითელი მინანქრით. ნიშანი მაგრდება უკანა მხარეს მჭიდრო ხრახნით.