გამოსატანი ჯვარი ნიუ-იორკის საზღვარგარეთული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის

მასალა: ვერცხლი, ოქრო. ზომა: 70X40 დამზადების თარიღი: 1997.

ნიუიორკში ყოფნისას გიორგი ღუდუშაური შეხვდა საზღვარგარეთული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარს მამა ადრიანეს, რომელმაც ხელოვანს დაუკვეთა გამოსატანი ვერცხლის ჯვარი. მამა ადრიანე, რომელიც დიდი სიყვარულითაა განმსჭვალული ქართველების მიმართ, არის ცნობილი ქართველი ხელოვნის ჯორჯ ბალანჩინის მოძღვარი. გიორგი ღუდუშაურმა დაამზადა ქართული სტილის ცნობილი ხობის მონასტრის საწინამძღვრო ჯვრის ასლი, რომელიც აღიმართა ნიუიორკის რუსულ ეკლესიაში.