მეტეხის ტაძრის კანკელის ხატი

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი. ზომა:120X90 დამზადების თარიღი: 2005

მეტეხის უძველესი ტაძრის კანკელისათვის დამზადდა კანკელის დიდი ხატი წმ. შუშანიკის, წმ. ნინოსა და წმ. აბო თბილელის გამოსახულებებით. წმინდანები წარმოდგენილნი არიან მთელი ტანით. მათი გამოსახულება მთლიანად ტიხრული მინანქრითაა შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ამ ზომის მომინანქრებული ხატი დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ფიგურების სიმაღლე 90 სმ-ზე მეტია. ფონი მოოქრული ვერცხლისაა, რომლის ზედა მხარეს წმინდანების სახელებია გამოკვეთილი. აღსანიშნავია ხატის ჩარჩო, რომელზეც 60 ორნამენტული მინანქრის ფირფიტაა დამაგრებული. ფირფიტები წარმოადგენს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული X_XII საუკუნეების ორნამენტული მინანქრების შედევრების ორიგინალურ ასლებს. ხატი მთლიანად ვერცხლშია გამოჭედილი და მეტად საზეიმო ხასიათს ანიჭებს ეკლესიის კანკელს.