სიონის ტაძრის ივერიის ღმრთისმშობლის ხატის პერანგის მინანქრები

ხატი დაიწერა საბერძნეთში. ჩარჩოებზე მოთავსებულია ქართველი წმინდა მეფეების, დედოფლებისა და სხვა წმინდანთა მინანქრული ხატები. ღმრთისმშობლის ხატის წარწერა "დედა ღვთისა" წარმოადგენს XII საუკუნის წარწერის ასლს. ღმრთისმშობლის ნიმბი შემკულია რომბისებული მინანქრებით, ხოლო მაცხოვრის ნიმბის მრგვალი მომინაქრებული მედალიონები X საუკუნის ნიმუშების ასლებია.