წმინდა გიორგი

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, კაკლის ხე. ზომა: 120X85 დამზადების თარიღი: 2004

ხატი სტილიზებულია. ავტორის გადაწყვეტილებით, დიოკლეტიანე საგანგებოდ ერთ კუთხეშია მიყუჟული, წმ. გიორგი მას ერთდროულად წიხლავს, შუბსაც ურტყამს და ცხენი ფლოქვებითაც თელავს. წმ. გიორგის სახე და ხელები ღვინისფერი მინანქრითაა შესრულებული. წაბლის ხის მასიური ჩარჩო X საუკუნის ქართული ორნამენტული მინანქრის ნიმუშის ასლებითაა შემკული. ჩარჩოში ჩაყოლებულია მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი. ხატის ჩარჩოს უკანა მხარე წმინდა გიორგის ტროპარითა და ქართული ხუთჯვრიანი დროშითაა შემკული.