წმინდა იოანე ნათლისმცემლის თითის ლუსკუმამასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, ქვა, მინა, კაკლის ხე.

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, ქვა, მინა, კაკლის ხე.

მოჭედილი ფირფიტები. ზედა მინიანი თავსახური ასახდელია. ყუთს სახურავის ძირში ორივე მხარეს უხილავ ადგილას გაუკეთდა საიდუმლო საკეტი. სახურავის შიდა მხარეს მოთავსებულია მოოქრული ვერცხლის ფირფიტა, რომლის შუა ნაწილი ჩაღრმავებულია და მასში თავსდება ვერცხლის გასახსნელი სანაწილე ყუთი საკეტით, შემკული ფილიგრანის დეტალებითა და ძვირფასი თვლებით. ფირფიტის ორივე ნაწილში ქერუბიმების ოქროსფენიანი მინანქრული ხატებია წმინდა ნაწილის დამცველების მისტიკური ფუნქციით. წმინდა ნაწილის შესანახი ყუთი თავისი ფირფიტით ადვილად ამოდის ძირითადი ყუთიდან, რომლის შიგნითა სივრცე სხვა წმინდა ნაწილების შესანახადაა გათვალისწინებული. სანაწილის ქვედა მხარეს მოთავსებულია ვერცხლის ორნამენტული ფირფიტა.