სანაწილე ყუთი

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, თითბერი, კაკლის ხე.

სანაწილე დამზადებულია მასიური კაკლის ხისაგან და დგას თითბერის მოოქრულ ორანამენტულ ფეხებზე. ზედა ნაწილზე მოოქრულ ჩარჩოში წმ. ეკატერინეს ხატია. სანაწილის სახურავს წინა მხრიდან ლითონის საკეტი აქვს, რომლის გაღებისას ჩნდება ცენტრალური მინანქრის ჯვარი, შუაში ჩატანებული სანაწილით. ჯვრის ოთხივე მხარეს ოთხი წრიული დამატებითი მოოქრული სანაწილეებია, რომლებიც ამოვსებულია ცვილით, წმინდა ნაწილების ჩასამაგრებლად. შუა ნაწილში წმ. ჯვრის ნაწილია, ხოლო კუთხეებში - ეკატერინესი, წმ. იოანე ოქროპირის, წმ. ათანასე დიდისა და წმ. ექვთიმე ათონელისა.