საქართველოს პატრიარქის კვერთხი

მასალა: მუხის ხე, ვერცხლი, ოქრო, ბრილიანტი, ალექსანდრიტი.

კვერთხი შუაზე იშლება ვერცხლის ორნამენტული დეტალით დაფარული მექანიზმის მეშვეობით. კვერთხის ზედა ნაწილი გუმბათის სტილიზებულ ფორმას წარმოადგენს, რომლის სარკმლები შესრულებულია იისფერი ალექსანდრიტის ქვებით. გუმბათის ყელზე გრავირებულია წარწერა პატრიარქის სიტყვებისა: "ქართველნო - ერთად ღვთისაკენ". კვერთხის თავს აგვირგვინებს ოქროსაგან გამოკვეთილი ბოლნური ჯვარი, რომლის გულში და ფრთებზე დამაგრებულია ბრილიანტის თვლები.