ყოველთა წმიდათას სახელობის ტაძრის კანკელი

ტაძრის აღსავლის კარი წაბლის ხისაგანაა დამზადებული, რომელსაც აგვირგვინებს ბზის ხისგან გამოკვეთილი ჯვარცმის გამოსახულება. კანკელის ორივე მხარეს მოთავსებულია მაცხოვრისა და ღმრთისმშობლის მინანქრული ხატები, რომლებიც ჩარჩოვდება მარგალიტის თვლებით. ტრაპეზზე დევს სახარება მაცხოვრის ჯვარცმის მინანქრის ხატით თითბერის ჩარჩოში. დამზადების თარიღი: 1991-92.