კოლექცია Fashion show

მასალა: ვერცხლი, ოქრო, ძვირფასი ქვა.

1998 წელს ქართველმა მოდელიერმა მაკა ასათიანმა თავისი მოდელების ჩვენებისათვის შეუკვეთა სამკაულების ახალი კოლექცია. გ. ღუდუშაურმა კოლექციის ძირითად თემად აირჩია მებრძოლი ქალების - ამაზონების ისტორია, რომელიც, როგორც ცნობილია, საქართველოს ისტორიისთვისაც არ არის უცხო. კოლექცია მოგვაგონებს ანტიკური ხანის საბრძოლო იარაღის ფორმის ნივთებს. ისინი შემკულია ნაირფერი მინანქრის ორნამენტული დეკორით, რომელიც ქსოვილების ორნამენტების გაგრძელებადაა ჩაფიქრებული.