წირვა ყაზბეგის მთაზე ბეთლემის გამოქვაბულში. 2000 წლის შობა

ყაზბეგის მთის ფერდზე ზღვის დონიდან 4000 მეტრზე მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული, სადაც საუკუნეების მანძილზე ბუნების უმკაცრეს პირობებში მოღვაწეობდნენ ქართველი მამები. მაცხოვრის შობის აღსანიშნავად გადაწყდა იქ საღმრთო ლიტურგიის ჩატარება. მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი შეუდგა გამოქვაბულის მოწყობას და გიორგი ღუდუშაურს შეუკვეთა წირვისათვის საჭირო ბარძიმფეშხუმის კომპლექტი. ალპინისტების დახმარებით სასულიერო პირები და მრევლი 2000 წლის 25 დეკემბერს ავიდნენ ბეთლემის გამოქვაბულში და აღასრულეს საღმრთო ლიტურგია. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II-მ გიორგი ღუდუშაური დააჯილდოვა საპატიო სიგელითა და ვერცხლის ჯვრით.