მღვდელმონაზონი ფილიპე

ღრმად პატივცემულო გიორგი, ჩვენთვის დიდი პატივი და სიხარულია, რომ XIII საუკუნის ძველი ქართული ჯვრის ასლი, შექმნილი ქართველი ხელოვნის მიერ, დაამშვენებს რომის წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის პირველ მართლმადიდებელ ეკლესიას. იტალიის მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორისთვის ეს ჯვარი გახდება ორი მართლმადიდებელი ხალხის - ქართველებისა და რუსების ერთიანობის სიმბოლო, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო. თქვენ მიერ შესრულებული ჯვარი მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელს კრემლის დიდი დარბაზის სცენაზე გადასცა წმინდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ფონდის მზრუნველთა საბჭოს წევრმა ანდრის ლიეპამ მისი საიუბილეო კონცერტის მსვლელობისას. მადლობას გიხდით შესანიშნავი ნამუშევრის, ტალანტისა და ოსტატობისთვის, რასაც თქვენ უძღვნით ეკლესიის მსახურებას და იმედი გვაქვს ჩვენი შემდგომი თამნამშრომლობისა.