string(8) "gospel_b" სახარება
GEO
RUS
ENG


სახარება

მასალა: ვერცხლი, ოქრო, მინანქარი, ბრაზილიური აგატი.

  სახარების ყდა შესრულებულია ვერცხლის მოჭედილი ფირფიტებით. სახარების წინა მხარის ცენტრალურ ნაწილში მაცხოვრის აღდგომის ხატის გამოსახულებაა. ჯოჯოხეთის დამტვრეულ კარებზე შემდგარია მაცხოვარი, რომელსაც ერთ ხელში ჯვარი უპყრია, ხოლო მეორე ხელი ადამისთვის ჩაუვლია. ადამის უკან ევაა გამოსახული, ხატის მარჯვენა მხარეს მეფეები დავითი და სოლომონია. სახარების ყდის ოთხივე მხარეს წმინდანებია გამოსახული: მარცხნივ და მარჯვნივ - წმ. ნიკოლოზი და წმ. გიორგი როგორც საქართველოს ეკლესიისა და ერის მფარველები, ხოლო ზემოთ - ჩვენი ზეციური მფარველი მთავარანგელოზი მიქაელი და ქვემოთ - ჩვენი განმათლებელი წმ. ნინო. ხატებს შორის დარჩენილ ადგილზე მოთავსებულია XI საუკუნის ქართული მინანქრის ასლები, ხოლო კუთხეებში - ამოწეული აქატის ქვები.
  სახარების ზურგის მხარე მოჭედილი ვერცხლის მოოქრული ფირფიტებითაა შემკული. ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია მეორედ მოსვლის სიმბოლური მოლოდინი - ხატი "საყდარი განმზადებული". ჩარჩოზე ერთმანეთს ენაცვლება ჭედურობა და ამოწეული აქატის ქვები, რომელზეც იდება სახარება. აღსანიშნავია სახარების სანიშნე. იგი აბრეშუმისაა, მოქარგულია ვაზის ორნამენტით და გვირგვინდება დიდი ჯვრით როგორც ნიშანი და სანიშნე ჩვენი ცხოვრების მიმართულებისა. სახარება წმიდა სამების ტაძრის მთავარ ტრაპეზზე დევს.